რატომ თიხა და რატომ ქვევრი?

- გამოგონების მიხედვით ქვევრი გამოიყენება, როგორც დისტილაციის აპარატი. საპატენტო ტერმინოლოგიით დაცვის ობიექტია მოწყობილობა არყის (სპირტის) გამოხდისათვის. ასეთი მოწყობილობით შეიძლება გამოიხადოს ნებისმიერი ნედლეული (ჭაჭა, ხილი, ღვინო), მათ შორის მარცვლეულიც, რის შედეგადაც მიიღება მარცვლეულის სპირტი, რომელიც არის ვისკის „მასალა“.

- ამ სპირტის დაძველება მუხის კასრებში გვაძლევს ვისკის. აქ შეიძლება დავიმოწმოთ „ვისკი“-ს განმარტება, აღიარებული სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობით - ვისკი არის მარცვლეულის დისტილატი, რომელიც დავარგებულია მუხის კასრში მინიმუმ სამი წლით.

• 1. აღმჩნდა, რომ თიხა, რომლისგანაც დამზადებულია ქვევრი, წარმოადგენს კარგ კატალიზატორს ეთილენისათვის. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში იქნა აღმოჩენილი, რომ ეთილის სპირტის ორთქლის ზემოქმედება თიხასთან, მომატებული ტენპერატურის პირობებში, იწვევს სპირტის გასუფთავებას და მიიღება პრაქტიკულად მინარევებისაგან თავისუფალი ეთილენი.

• გარდა ამისა:

• თიხა არის კვბის მრეწველობაში დაშვებული მასალა,
• ტემპერატურამედეგია,
• ჩვენი მიზნებისათვის აქვს საკმაო მექანიკური სიმტკიცე,
• შედარებით იაფია,
• ქვევრის ფორმა ოპტიმალურია ტემპერატურული ბალანსისათვის, რაც განპირობებულია იმით, რომ ქვევრის ფორმა იმეორებს ოქროს კვეთის პროპორციებს. ამის თეორიული ახსნა შეიძლება თერმოდინამიკის კანონებზე დაყრდნობით.