წარმოგიდგენთ „ალექსანდრე დისტილერი“-ს დამფუძნებელს, იდეის ავტორსა და პირველი ქართული ვისკის ინოვაციური ტექნოლოგიის გამომგონებელს ბ-ნ ალექსანდრე კვერნაძეს, რომელიც სამწუხაროდ მოულოდნელად გარდაიცვალა 2019 წლის 27 იანვარს, საფუძველი ჩაუყარა სრულიად ახალ წამოწყებას, რომელსაც ანალოგი არ აქვს.

დისტილაციის მეთოდი და მოწყობილობა სრულიად განსაზღვრავს დისტილატის ორგანოლეპტიკას და ხარისხს, ამიტომაც მაღალალკოჰოლური სასმელების წარმოების ტექნოლოგიური სრულყოფა იყო და კვლავ რჩება დარგის გამოწვევად.

პირველი ქართული ვისკი “ალექსანდრე”- ს შექმნას საფუძვლად უდევს მეცნიერის, ფიზიკოსის, პპატენტრწმუნებულის გამოგონება - საქართველოს პატენტი გამოგონებაზე #AP 2014 13559 “არყის გამოსახდელი მოწყობილობა”. აღნიშნული გამოგონების დაფუძველზე 2015 წლიდან დამზადებულ იქნა დისტილაციის აპარატები ქვევრის გამოყენებით და წარმოების პროცესში ნაჩვენები იქნა ამ მეთოდით ორგანოლეპტიკურად გამორჩეული დისტილატის მიღების შესაძლებლობა. ეს სამუშაო შეფასებულ იქნა და 2018 წელს დაიმსახურა ინოვაციური ტექნოლოგიის და ინოვატორი ფერმერის ჯილდო.

მოკლე ჩამონათვალი იმისა, რაც მოასწრო ბ-მა ალექსანდრემ…

*პროფესიით ფიზიკოსი,.სპეციალობით "ლითონთა ფიზიკა"... მუშაობდა სტაბილური იზოტოპების ს/კ ინსტიტუტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკის და სეისმოლოგიის ინსტიტუტში, ოპტიკური ჰოლოგრაფიის ლაბორატორიაში, ამ პერიოდში გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი.


*არის მონოგრაფიის " ოპტიკური ინტერფერომეტრია" ავტორი;

*იყო ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს "Caucas Patent”- ის დამფუძნებელი, პარტნიორი და დირექტორი.... * საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატაში საინფორმაციო განყოფილების უფროსი. მისი უშუალო მონაწილეობით საქართველოში დაფუძნდა საქონლის ავტომატური იდენტიფიკაციის და ნუმერაციის ( ე.წ. შტრიხ-კოდების) საერთაშორისო ორგანიზაცია EAN International-ის საქართველოს ეროვნული ორგანიზაცია EAN Georgia , რომლის გამგეობასაც ხელმძღვანელობდა 2004 წლამდე..

*იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საქართველოს ნაციონალური კომიტეტის ინტელექტუალური კომისიის თავმჯდომარე...

*იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ინტელექტუალური საკუთრების კომიტეტის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის წევრი. *2005წ. ხელმძღვანელობდა USAID -ის და GEGI -ს მიერ დაფინანსებულ პროგრამას "პროდუქციის ფალსიფიკაციის პრევენცია საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სრულყოფის გზით". *მისი ავტორობით დაისტამბა მონოგრაფია " გეოგრაფიული აღნიშვნები კომერციულ პრაქტიკაში"....

*იყო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის - “WIPO”-ს აკადემიის ერთადერთი სერტიფიცირებული სპეციალისტი საქართველოს მასშტაბით.

*იყო ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA) წევრი ინტელექტუალური საკითხების დაცვის სფეროში....

*იყო ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების სამართლებრივი დაცვის საერთაშორისო ასოციაციის (AIPPI) საქართველოს ეროვნული ჯგუფის წევრი. AIPPI არის ელიტარული მეცნიერული ასოციაცია.

*გარდა ამ ყოველივესი იყო "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების (GG&MW) კომპანიის წარმომადგენელი ინტელეტუალური საკუთრების დაცვის სფეროში. მისი უშუალო ინიციატივით შემუშავდა და განხორციელდა " ბორჯომი"-ს კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია საქართველოში, რუსეთში, მადრიდის შეთანხმების ქვეყნებში. იყო რამოდენიმე მსხვილი ქართული და უცხოური ფირმის წარმომადგენელი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში...

და ძალიან, ძალიან თავმდაბალი და კეთილი, მოსიყვარულე, თბილი ადამიანი, რომელიც იყო ძალიან ბევრი ნოვაციის წამომწყები და განმახორციელებელი საქართველოში. მისი ბოლო გატაცება და კვლევის საგანი იყო დისტილაციის მეთოდების სრულყოფა, დახვეწა და ალტერნატიული გზების ძიება. მისი სიტყვებია: " ვისკი ყველაზე დემოკრატიული სასმელია და მის შმქმნელს ჰგავს" - მან შექმნა თავისნაირი ღრმა, მშვიდი, გაჯერებული ბევრი, თითქოსდა იარუსებად განლაგებული სხვადასხვა არომატებით, გემოებით და ტონებით, სასმელი - ქართული ვისკი "ალექსანდრე". გვეამაყება, რომ მისი დამსახურებით "ალექსანდრე დისტილერი" და შესაბამისად საქართველო გამოჩნდა მსოფლიო ვისკის რუქაზე.…

„ალექსანდრე დისტილერი“ არის საოჯახო მარანი, კრაფტული წარმოებით, ორიგინალური, სასაჩუქე ღვინოებით,რომელთაც ასევე ანალოგი არ აქვთ. საერთოდ ამ ყველაფერს, როგორც თვითონ ამბობდა შეიძლება ეწოდოს“ ჰობი გადაზრდილი ბიზნესში“ ... საქმის წამოწყების სათავეში იდგნენ ბ-ნი ალექსანდრე და მისი მეუღლე ქ-ნი ნია ნაცვლიშვილი.



ნია ნაცვლიშვილი - პათოფიზიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

განათლება და პროფესიული გამოცდილება:

*ივ.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი;

*საქ. მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის ექსპერიმენტული მორფოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;

*ქ. მოსკოვის მ. ლომონოსოსვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოლოგიის ფაკულტეტი, ნეიროფიზიოლოგიის კათედრა - ასპირანტი, კათედრის ლექტორი;

*სამეცნიერო ხარისხი შესრულებულია და დაცულია მ. ლომონოსოვის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოზე;

*18 წელი ლექტორად მუშაობის გამოცდილება;

სამი გამოგონების და გამოგონებაზე პატენტის ავტორი და მფლობელი, მათ შორის ორი თეორიულ მედიცინაში და ერთი პრაქტიკულ მედიცინაში -

*რუსეთის პატენტი - AP #2057530;AAP #9303305;

*საქართველოს პატენტი -PP #4249.

*47 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.