„ალექსანდრე დისტილერი“ არის საოჯახო ტიპის კრაფტ ალკოჰოლისა და ღვინის ბუტიკური სტილის მარანი გამორჩეული პროდუქციით, რომელსაც ანალოგი არ აქვს. იგი მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკაში (თბილისიდან 70 კმ.), თრიალეთის მთების და ალგეთის ეროვნული პარკის თვალწარმტაც გარემოში, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე.

მარანი სპეციალიზდება როგორც ქართული ტრადიციული ქვევრის ასევე ევროპული სტილის ღვინოებზე. აქ იწარმოება 100% -ით ხელით დამზადებული პირველი ქართული კუპაჟირებული ვისკი (კრაფთ ვისკი) მცირე მოცულობებით, ისევე როგორც მაღალი ხარისხის ჭაჭა და ხილის ბრენდი.

დისტილერიის კონცეფციის შესაბამისად, ხელით გამოხდილი, ავთენტური სასმელების დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ ქართული ნედლეული.

*ვისკი - მარცვლეული სიმინდი და ქერი

*ჭაჭა- ადგილობრივი ყურძენი

*ხილის ბრენდი - ადგილობრივი ჯიშების ეკოლოგიურად სუფთა და არომატული ხილი.

„ალექსანდრე დისტილერი“ სასმელების ერთადერთი მწარმოებელია მსოფლიოში, რომელიც მარცვლეულის ფერმენტაციისა და გამოხდისთვის უძველეს ქართულ ქვევრს იყენებს. მხოლოდ ჩვენთან ხდება საავტორო, უნკალური, დაპატენტებული ტექნოლოგიით მარცვლეულის დისტილატის წარმოება, ხოლო ამ დისტილატის დავარგებით (ამერიკული თეთრი მუხის კასრებში) მიიღება პირველი ქართული ვისკი “ალექსანდრე”. ვისკის გამოხდის ეს მეთოდი დაპატენტებულია საქართველოში როგორც გამოგონება. პატენტის მფლობელია “ალექსანდრე დისტილერი”-ს დამფუძნებელი და იდეის ავტორი ბ-ნი ალექსანდრე კვერნაძე (საქართველოს პატენტი #AP 2014 13559).

შპს “ალექსანდრე დისტილერი” შეტანილია აშშ საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (Food and Drug Administration) მონაცემთა ბაზაში. წარმოების ტექნოლოგიამ და პროდუქტმა ( ვისკი “ Alexander”) გაიარა წარმატებული აპრობაცია და დაშვებულ იქნა აშშ-ს ბაზარზე.

მარნის ექსკლუზიური პროდუქტია არომატიზირებული, შემაგრებული ღვინო „ტიფლის - შარბათი“, რომელიც შექმნილია მე-11 საუკუნის “უსწორო კარაბადინის” (სამკურნალო წიგნის) რეცეპტის საფუძველზე.
ჩვენი ვამზადებთ ხარისხიან სასმელებს, რომლითაც ყველა შეძლებს სიამოვნების მიღებას და ვამაყობთ, რომ მაღალალკოჰოლური სასმელის დისტილაციის პროცესი ეკოლოგიური პირობების დაცვით, გარემოსთვის უვნებლად მიმდინარეობს.

ჩვენი ტურისტული ინფრასტრუქტურა ძირითადად მიმართულია ისეთი ვიზიტორებისათვის ვინც დაინტერესებულია არა მარტო ღვინით, არამედ მაღალალკოჰოლური სასმელებით და ასეთი ადამიანების ინტერესის საგანს წარმოადგენს ახალი არომატები, ახალი გემოები და ახალი ტექნოლოგიები.

ვმასპინძლოთ ღვინისა და აგრო ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებს. ვაცნოთ მათ ქვემო ქართლის, ალგეთის ეროვნული პარკის შესანიშნავ ბუნებას და ისტორიულ-კულტურული ძეგლებs მაღალმთიან რეგიონში ღვინის დაყენების სპეციფიკაs და მთავარი, ჩვენი ექსკლუზივი - ქვევრში გამოხდილი დისტილატიდან დამზადებული ვისკი.